აქ შენი მომავალია!

კოლეჯში „აისი“ საახალწლო შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება გაიმართა

კოლეჯში „აისი“ საახალწლო შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება გაიმართა

კოლეჯში „აისი“ საახალწლო შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში, სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი მიესალმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა, საკუთარი პროფესია ახალ წელს დაუკავშირეს და ნამუშევრები გამოფინეს. შემდეგ კი, დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საახალწლო თემაზე შექმნილ ვიქტორინაში; სახალისო თამაშებში და სხვადასხვა საჩუქრები მოიგეს.

პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების გუნდებმა საახალწლო ღონისძიებაში აქტიური ჩართვისთვის კოლეჯისგან მადლობის სიგელი მიიღეს.