კოლეჯი „აისი“ ფრანგ სტუდენტებს მასპინძლობს
კოლეჯი „აისი“ საფრანგეთის ქალაქ ნიცას პოლ ოჟიეს სახელობის ლიცეუმისა და ქალაქ ტულონის ან-სოფი პიკის ლიცეუმის სტუდენტებს; მობილობის საერთაშორისო მენეჯერსა და მასწავლებელს მასპინძლობს.
სტუმრების ვიზიტი კოლეჯის „აისი“ და ფრანგული ორგანიზაციის GIP FIPAN-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. GIP FIPAN საფრანგეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, რომელიც ქალაქ ნიცაში უწყვეტი პროფესიული განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერის მიმართულებით საქმიანობს.
ფრანგი სტუმრების ვიზიტის მიზანია, კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია მასტერკლასები; კახეთის რეგიონის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება; ქართული ღვინის კულტურის გაცნობა.
ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები იმყოფებოდნენ კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში, გაეცნენ იქ არსებულ პროფესიულ პროგრამებს და მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასებში. სტუმრობდნენ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“, გაეცნენ და დააგემოვნეს კომპანიის ღვინოები. მიიღეს ინფორმაცია ქვევრში ღვინის დაყენების წესებთან დაკავშირებით.
ფრანგი სტუმრების ვიზიტი საქართველოში ერთ კვირას გასტანს.