აქ შენი მომავალია!

კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული განვითარების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგები ჩატარდა

კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული განვითარების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგები ჩატარდა

კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული განვითარების შესახებ კოლეჯის „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე და დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ქვემო ალვანის ფილიალებში ტრენინგები ჩატარდა.

კოლეჯის „აისი“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებთან შემდეგი საკითხები განიხილა: კარიერული განათლება; CV-ის სწორად შედგენა; სამოტივაციო წერილის მომზადება; დამსაქმებლებთან გასაუბრების ტექნიკები.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯის სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია - როგორ დაგეგმონ საკუთარი კარიერული გზა, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების საფუძველზე.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების კარიერულ განვითარებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის მათ მზადყოფნას.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა შეიძინეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარება შრომის ბაზარზე წარმატებულ ინტეგრაციაში.